BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

30 აგვისტო, 2019 - 12:34

მიქაბაძე: ზრდის მთავარი კონტრიბუტორები მშენებლობის, მრეწველობისა და ვაჭრობის სექტორებია

„2019 წლის ივლისში ეკონომიკურ ზრდაში მთავარი კონტრიბუტორი იყო მშენებლობა, ასევე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა მრეწველობასა და ვაჭრობაში", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ „საქსტატის" მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემების შეფასებისას განაცხადა. 

30 აგვისტო, 2019 - 11:10

ივლისში საქართველოს ეკონომიკა 6.1%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ეკონომიკური ზრდის  წინასწარი მონაცემების თანახმად, 2019 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2019 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო რეალური ზრდა 5.1 პროცენტით განისაზღვრა.

30 აგვისტო, 2019 - 10:44

საგამოძიებო სამსახურმა აქციზური მარკის გარეშე შენახვა - გადაზიდვის სამი ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ მათ დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა - გადაზიდვის სამი ფაქტი გამოავლინეს. 

30 აგვისტო, 2019 - 10:19

ეკონომიკის სამინისტრომ ფოთის ნავსადგურის საჩივარი არ დააკმაყოფილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ არ დააკმაყოფილა სს „ფოთის საზღვაო ნავსადგურის" მიერ წარმოდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი, რომელიც სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2019 წლის 30 მაისის #92-04 ბრძანების ბათილად ცნობას ეხებოდა. 

30 აგვისტო, 2019 - 10:10

ლენტეხისა და მესტიის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზაზე, 25 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს. პროექტი 2 მონაკვეთადაა დაყოფილი. 

29 აგვისტო, 2019 - 16:53

დღეისთვის, კახეთში 3 ათასზე მეტი ტონა ყურძენია გადამუშავებული

29 აგვისტოს მონაცემებით, კახეთის რეგიონში 3.5 ათასი ტონა სხვადასხვა ჯიშის ყურძენია გადამუშავებული.

28 აგვისტო, 2019 - 11:25

ახალი სასწავლო წლიდან უფროსი, წამყვანი ან მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლებს ანაზღაურება ეზრდებათ

2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი და მინიმუმ 15 საგაკვეთილო საათი, ანაზღაურება გაეზრდება 150 ლარით.

28 აგვისტო, 2019 - 10:10

ქვეშეთი-კობის შემოვლითი საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი 370 მლნ ევროთი დააფინანსებს

აზიის განვითარების ბანკთან (ADB) წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებების შედეგად, 27 აგვისტოს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და აზიის განვითარების ბანკის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში იეშიმ ელჰან კაიალარიმ  ხელი მოაწერეს ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის ქვეშეთი-კობის შემოვლითი საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობის დაფინანსების თაობაზე სასესხო შეთანხმებას.

27 აგვისტო, 2019 - 14:59

„ჩვენ ნამდვილად არ გვეშინია“

„მინდა ხელისუფლებას შეკითხვა დავუსვა რატომ შეეშინდათ ასე?“ - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ დღეს ბრიფინგზე გამოსვლისას განაცხადა.

27 აგვისტო, 2019 - 14:34

მევენახეებს კადასტრის ამონაწერის ასაღებად რამდენიმე დღე რჩებათ

„ქინძმარაულის“, „ახაშენის“, „ყვარლის“ და „მუკუზნის“ მიკროზონების მევენახეებმა კადასტრის ამონაწერი 2019 წლის 1 სექტემბრამდე უნდა აიღონ. მიმდინარე წლის რთველის დროს, ყურძნის ჩაბარება აღნიშნული მიკროზონებიდან მხოლოდ ვენახების კადასტრის ამონაწერის საფუძველზე მოხდება.