BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

9 ოქტომბერი, 2019 - 10:22

საქართველო გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში 8 ადგილით ჩამოქვეითდა

საქართველო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2019 წლის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში 141 ქვეყანას შორის 74-ე ადგილზეა, რაც ნიშნავს, რომ საქართველო წინა წელთან შედარებით 8 ადგილით ჩამოქვეითდა. ქვეყნის მიერ მიღებული ქულა 60.6-ია, წინა რეიტინგში ის 61 იყო. ქვეყანამ ოთხი ძირითადი კრიტერიუმიდან ორში არსებული პოზიცია გაიუარესა. 

9 ოქტომბერი, 2019 - 09:29

აბასთუმანში სასტუმრო „რუმს აბასთუმანი” გახსნება

“აჭარა ჯგუფმა” კურორტ აბასთუმანში 1924 წელს აშენებული ყოფილი სანატორიუმის შენობა შეიძინა. წელიწადნახევარში კი ამ შენობის რეკონსტრუქციის შედეგად  სასტუმრო “რუმს აბასთუმანი” გაიხსნება. ამ პროექტის განვითარებისთვის “აჭარა ჯგუფი“ 10 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას აპირებს.

8 ოქტომბერი, 2019 - 17:30

სახელმწიფო ელექტროსისტემის ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, როუმინგში 29 ათასი შემთხვევით დახარჯა

სახელმწიფო ელექტროსისტემის ყოფილი ხელმძღვანელის, სულხან ზუმბურიძის თქმით, თანამდებობაზე მუშაობის დროს 5 დღეში 29 254 ლარი მობილურზე როუმინგით შემთხვევით დახარჯა. ამ საკითხზე მან საქმის კურსის ეთერში ისაუბრა.

8 ოქტომბერი, 2019 - 17:14

მამუკა მუმლაძე: „ერთი დღე დაგვჭირდება, რომ „შმაქსი“ გაქრეს თბილისიდან“

„ჩვენ არ დაუშვებთ რეფორმის ხელის შეშლას. „შმაქსი“ რასაც აკეთებს - ეს სწორედ, რომ ხელის შეშლაა“, - ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ რადიო მაესტროს გადაცემა „მაესტროს ბიზნეს თაიმში“ „შმაქზე’ დასმულ კითვაზე პასუხისას განაცხადა. 
 

8 ოქტომბერი, 2019 - 14:16

მამუკა მუმლაძე „შმაქსზე“: ქართველები ძალიან ნიჭიერები და ორიგინალურები ვართ

„ქართველები ძალიან ორიგინალურები და ნიჭიერები ვართ“, - თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა მუმლაძემ, რადიო მაესტროს გადაცემა „მაესტროს ბიზნეს თაიმში“ „შმაქსზე’ დასმულ კითვაზე პასუხისას განაცხადა.

8 ოქტომბერი, 2019 - 13:47

ბანგკოკიდან თბილისში ჩარტერული ფრენები შესრულდება

მიმდინარე წლის 28 დეკემბრიდან ბანგკოკი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ჩარტერული ფრენების განხორციელებას ავიაკომპანია Thai Air Asia X იწყებს.

 

8 ოქტომბერი, 2019 - 13:33

გიორგი გახარია ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს: თქვენთან საუბრის გარეშე არც ერთი ნაბიჯი სექტორში გადადგმული არ იქნება

არც ერთი ნაბიჯი სექტორში გადადგმული არ იქნება თქვენთან საუბრის გარეშე, ეს იქნება წესი, რომლის მიხედვითაც ჩვენ უახლოესი პერიოდი ვიმოქმედებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

8 ოქტომბერი, 2019 - 13:20

პრემიერი: რუსეთის მიმართულებით ფრენების სუბსიდირებას არ განვიხილავთ

„ფრენების სუბსიდირებას რუსეთიდან, რა თქმა უნდა, არ განვიხილავთ“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

8 ოქტომბერი, 2019 - 13:10

საქართველოში საშუალო ხელფასი 1,068 ლარია

საქსტატმა დღეს 2018 წლის საშუალო ანაზღაურების ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში ქვეყანაში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ანაზღაურება თვეში 1,068 ლარსა და 30 თეთრს შეადგენდა. 

8 ოქტომბერი, 2019 - 13:04

9 თვეში, საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში 65,2 მლნ-მდე ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა

2019 წლის 9 თვეში, საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში  65,2 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინის ექსპორტი, რაც 10%-ით აღემატება 2018 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს განხორციელდა.