BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

14 აგვისტო, 2019 - 14:29

ნათია თურნავა: უახლოეს დღეებში ძალიან კარგ სიახლეებს გაიგებთ ჩვენგან

„უახლოეს დღეებში ძალიან კარგ სიახლეებს გაიგებთ ჩვენგან. არ დავასწრებ მოვლენებს”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ავიაკომპანია Ryanair-თან მოლაპარაკეკების შესახებ საბურისას განაცხადა. 

14 აგვისტო, 2019 - 14:00

ბაკურიანში 5 კილომეტრამდე სიგრძის სამი ახალი საბაგირო აშენდება

„მსოფლიო დონის საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მასპინძლობა, ერთი მხრივ,  არის აღიარება იმ უდიდესი პოტენციალის, რაც გააჩნია ჩვენს ზამთრის კურორტებს, მათ შორის, ბაკურიანს, როგორც საუკეთესო სპორტულ კურორტს, მეორე მხრივ, ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობა და ჩვენი სამთავრობო გუნდი ამ გამოწვევას პასუხობს ახალი, მასშტაბური მშენებლობებით, განვითარებით, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებით“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბაკურიანში,სამი ახალი საბაგიროს მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

14 აგვისტო, 2019 - 13:54

ნათია თურნავა: ბაკურიანში აღდგება ტრამპლინიდან ხტომის ინფრასტრუქტურა, რომელიც 40 წელია განადგურებულია

„ჩვენ გადავწყვიტეთ, ბაკურიანს დავუბრუნოთ ტრამპლინიდან ხტომის ინფრასტრუქტურა და სპორტის ეს სახეობა კვლავ აღვადგინოთ  აქ, კობა წაქაძის  სამშობლოში“, - ამის შესახებ ნათია თურნავამ ბაკურიანში, ახალი საბაგიროების მშენებლობის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

14 აგვისტო, 2019 - 13:41

პრემიერი: ჩვენ ბაკურიანში შემოვიტანთ ახალ სიცოცხლეს

„დღეს უმნიშვნელოვანეს კონტრაქტს მოეწერა ხელი. მე მსურს, სრულიად საქართველოს მივულოცო ეს დიდი წარმატება", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბაკურიანში განაცხადა, სადაც „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფთან" სამი ახალი საბაგიროს მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გაფორმდა. 

14 აგვისტო, 2019 - 13:08

პრემიერი: ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ შეუძლია მის მიერ წარმოებული სტრატეგიით ჰქონდეს მზარდი დინამიკა ტურიზმის სექტორში

"ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი სტრატეგია, როგორ უნდა განვავითაროთ და დავაბრუნოთ ის დინამიკა ტურისტულ სექტორში, რაც გვქონდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს საკითხის კომენტირებისას განუცხადა. 

14 აგვისტო, 2019 - 13:02

ნათია თურნავა: ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ანაკლიის კონსორციუმი ჩაეტევა ვადაში

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ანაკლიის კონსორციუმი ჩაეტევა ვადაში. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათ გვერდით დავუდგეთ,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „ანაკლიის განვითრების კონსორციუმის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით განუცხადა. 

14 აგვისტო, 2019 - 11:42

პრემიერი: ინფრასტრუქტურის განვითარება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ საქართველო გახდეს წარმატებული ზამთრის კურორტების მქონე ქვეყანა

"რა თქმა უნდა, მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ საქართველო გახდეს წარმატებული ზამთრის კურორტების მქონე ქვეყანა. ამისათვის აუცილებელია, რომ ჩვენ ცნობადობა გავზარდოთ,“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა. 

14 აგვისტო, 2019 - 11:37

2019 წლის მე-2 კვარტალში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები 13,4%-ით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.2 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 13.4%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. 

14 აგვისტო, 2019 - 11:28

ფინანსთა მინისტრის მოადგილე მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას შეხვდა

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას შეხვდა.

14 აგვისტო, 2019 - 11:21

Wizz Air-ი 12 ახალი მიმართულებით ფრენების დაწყების გადადებას განმარტავს

Wizz Air-ი 12 ახალ მიმართულებას 2020 წლიდან დაამატებს. აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ფრენების დაწყების გადადების მიზეზებია განმარტებული: