BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

15 აგვისტო, 2019 - 12:18

კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულას“ განაცხადში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად 5 დღის ვადა მისცა

კომუნიკაციების კომისიამ შპს „ფორმულას“ განაცხადში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად 5 დღის ვადა მისცა.

15 აგვისტო, 2019 - 11:30

2018 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 35,5%-ით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წელს 1 265.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის მონაცემებზე 35.5 პროცენტით ნაკლებია და 2.7 პროცენტით აღემატება 2018 წლის წინასწარ მონაცემებს. 

15 აგვისტო, 2019 - 11:13

თბილისის მერიის განცხადება

ტექნიკური სამუშაოების გამო, 16 აგვისტოს 23:00 საათიდან სრულად გაითიშება მერიის სასერვერო ინფრასტრუქტურა. შედეგად, 17 აგვისტოს 09:00 საათამდე ვერ იმუშავებს მუნიციპალური ცხელი ხაზი.

15 აგვისტო, 2019 - 09:00

თბილისში ჰოლივუდური ბლოგბასტერის „ფორსაჟი 9“ გადაღება 19 აგვისტოს დაიწყება

პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, ჰოლივუდის კინომწარმოებელი კომპანიის „UNIVERSAl PICTURES“ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ფილმის „Fast and Furious 9“ (ფორსაჟი 9) ეპიზოდის გადაღება 19 აგვისტოს დაიწყება და პროცესი 20 სექტემბერს დასრულდება.

15 აგვისტო, 2019 - 08:02

მიწის რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში 700 000 განცხადება წარმატებით დარეგისტრირდა

მიწის რეგისტრაციის რეფორმის ამოქმედებიდან 3 წლის განმავლობაში, გამარტივებული და ხელმისაწვდომი პროცედურებით, 700 000 განცხადება წარმატებით დარეგისტრირდა.

14 აგვისტო, 2019 - 15:59

ავსტრიის ელჩი: მსურს საქართველოს მთავრობას მადლობა გადავუხადო ტურიზმისა და ბიზნესის სექტორებში შესანიშნავი თანამშრომლობისთვის

„მე ძალიან ვამაყობ, რომ ავსტრიული კომპანიები, მათ შორის, „დოპელმაიერი,“ იმყოფებიან და ინვესტიციებს ახორციელებენ საქართველოში - მათ ზუსტად იციან ლანდშაფტის მოთხოვნები, იციან, თუ როგორ უნდა განვითარდეს მთა, ვინაიდან, მთები ამ ქვეყნისთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ავსტრიისთვის. მთების შემდეგ, ტურიზმი ჩვენთვის მთავარი ბიზნესსექტორია. 

14 აგვისტო, 2019 - 15:55

მაჭავარიანი: „გადასახადებისგან თავის არიდების სქემაში შემოსავლების სამსახურის ყოფილი თანამშრომლებიც ფიგურირებენ“

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობის გადასხდებისგან თავის არიდების სქემა გაშიფრა. გამოძიება 53 პირის ქმედებების შესახებ მიმდინარეობს, მათგან 38 პირი კი, უკვე დაკავებულია. 

14 აგვისტო, 2019 - 14:53

მაჭავარიანი: „იმედი“, „რუსთავი 2“ და „მაესტრო“ გადასახადებს არ იხდიან

"სამი ტელეკომპანიის - იმედის, რუსთავი 2-ისა და მაესტროს ვალი ბიუჯეტის წინაშე 55 მილიონ ლარს აღწერს, კერძოდ კი იმედის ვალი 19 მილიონ ლარამდე, რუსთავი 2-ის ვალი 28 მილიონ ლარამდე, ტელეკომპანია მაესტროს ვალი კი 8 მილიონ ლარამდეა", - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, რამდენიმე წუთის წინ ქართული ტელეკომპანიების მიერ ცენტრალური ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი მრავალმილიონიანი ვალდებულებებზე საუბრისას განაცხადა. 

14 აგვისტო, 2019 - 14:45

მამუკა ბახტაძე: ჩვენ გვჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი

"სახელმწიფო შეასრულებს იმ ვალდებულებას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ტრანზიტული პოტენციალის განვითარებისთვის, ანუ ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აშენდეს", - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების კითხვას, იგეგმება თუ არა ანაკლიის კონსორციუმისთვის ვალდებულებების შესრულების ვადის კიდევ უფრო გახანგრძლივება. 

14 აგვისტო, 2019 - 14:35

ივანე მაჭავარიანი: რუსთავს 28 მლნ, იმედს 19 მლნ, მაესტროს კი 8 მლნ ლარის დავალიანება აქვს

"ვალების ამნისტია მავნე პრაქტიკას წარმოადგენს და მის ნაცვლად სახელმწიფო მზად არის, რომ ამ ვალების ჩამოწერის ნაცვლად მათი რესტრუქტურიზაცია მოხდეს", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ქართული ტელევიზიების მიერ დაგროვილ მრავალმილიონიან ვალზებზე საუბრისას განაცხადა.