BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

16 სექტემბერი, 2019 - 15:37

ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის თავმჯდომარედ ოსმან თურანი აირჩიეს

ოსმან თურანი ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის ახალი თავმჯდომარე გახდა.

16 სექტემბერი, 2019 - 14:45

საარსებო მინიმუმი 189 ლარამდე გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი 189 ლარსა და 20 თეთრს შეადგენს; ეს 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში არსებულ მაჩვენებელთან მიმართებით 17.8 ლარით მეტია.

16 სექტემბერი, 2019 - 14:23

მარია ზახაროვა: ,,აფხაზეთის რესპუბლიკა შედგა, როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფო”

"ფაქტია, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა შედგა, როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფო", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

16 სექტემბერი, 2019 - 14:07

ლისის ტბის მიმდებარედ ევროპული სკოლის კომპლექსის მშენებლობა იწყება

ლისის ტბის მიმდებარედ ევროპული სკოლის კომპლექსის მშენებლობა იწყება. 

16 სექტემბერი, 2019 - 14:00

საქსტატი: საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1 179.8 ლარია

2019 წლის II კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 76.3 ლარით გაიზარდა და 1 179.8 ლარი შეადგინა.

16 სექტემბერი, 2019 - 12:21

გახარია: „ანაკლიის პორტს დღეს სერიოზული ინვესტორი არ ჰყავს“

"დღეს ანაკლიის პორტის პროექტს პასუხისმგებლიანი ინვესტორი არ ჰყავს", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რამდენიმე წუთის წინ მამუკა ხაზარაძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა. 

16 სექტემბერი, 2019 - 11:42

კახეთში რთველის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

16 სექტემბრის 12.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 54 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული: 35 ათასი ტონა რქაწითელი, 14 ათასი ტონა საფერავი, 2,7 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

16 სექტემბერი, 2019 - 00:58

მამუკა ხაზარაძე: „ანაკლიის პორტის პროექტს გიორგი გახარიას მხარდაჭერა არ ჰქონდა“

"ჩვენ გვქონდა ძალიან არასასიამოვნო საუბარი; ეს იყო 2017 წლის ნოემბერი... მაშინ იყი დისკუსია, სადაც გიორგი გახარია (იმ პერიოდში გიორგი გახარია ეკონომიკის მინისტრი იყო) ამბობდა, რომ ეს (ანაკლიის პორტი) არ არის პროექტი, რომელიც უნდა განხორციელდეს", - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გადაცემაში "მთავარი აქცენტებში" განაცხადა.

16 სექტემბერი, 2019 - 00:47

ხაზარაძე ივანიშვილზე: „მას აქვს ვალდებულებები რუსეთთან“

"მე პირველი მილიონი მანეთი იქ გავაკეთე და მერე რომ შევედი უკვე, მივხვდი, რომ იქიდან უნდა გამოვსულიყავი, რადგან იქ კავშირების გარეშე გამორიცხულია გამოსვლა", - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გადაცემა "მთავარი აქცენტებში" განაცხადა.

16 სექტემბერი, 2019 - 00:18

მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პორტის ინგლისელ ინვესტორს უთხრა, „ჩვენ თქვენნაირი ინვესტორები არ გვჭირდება“

"ინვესტორი, რომელიც აქ იყო, გუშინ გაფრინდნენ, ეს არის ინგლისური კომპანია, ფონდი, გუშინწინ შეხვდნენ ვიცე–პრემიერ ცქიტიშვილს, ეს იყო აბსოლუტურად შოკისმომგვრელი, ოქმიც არსებობს, რომელიც გადმომცეს, სადაც ცქიტიშვილმა პირდაპირ დააფიქსირა ეს სიტყვები – ჩვენ თქვენნაირი ინვესტორები არ გვჭირდება. ეს არის კომპანია "მერიდიანი", საინვესტიციო ფონდი", - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გადაცემა "მთავარი აქცენტებში" განაცხადა.