BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 170 პირს დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2562-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
 
საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა არ გაზრდილა და ეს მაჩვენებელი კვლავ 1369 ადამიანს შეადგენს. კარანტინის რეჟიმშია 6633 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836.
 
ქვეყანაში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
400