BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

158 ინფიცირებული, 9 გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის სტატისტიკა

დღეს ქვეყანაში COVID 19-ის 158 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 2075 გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს. 
 
მათივე ცნობით, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 9-ით გაიზარდა და 1363-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 390 პირი. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 41 მოქალაქეა გადმოყვანილი.  
276