BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

რომელ ქალაქებში გადაიდო სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე? - განცხადება

თბილისსა და მსხვილ ქალაქებში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრამდე გადაიდო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სააკორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. 
 
როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, თბილისში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში სასწავლო პროცესი 2 კვირით გადაიდო.
 
"ამ ქალაქებში სასწავლო პროცესი უმაღლეს სასწავლებლებში, სკოლებში დაიწყება 1ოქტომბრიდან", - აღნიშნა მან.
262