BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ინფლაციამ აგვისტოში 4.8% შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2020 წლის აგვისტოში ინფლაციის მაჩვენებლები 4.8% შეადგინა. ამასთან ფასების მატებაზე ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასების გაძვირებამ იქონია. 
 
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.2 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.88 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (18.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (14.9 პროცენტი), თევზეული (13.5 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (11.9 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (11.7 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (9.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (9.0 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (8.8 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (4.5 პროცენტი);
 
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8.9 პროცენტიანი მატება. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.6 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (13.4 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (5.2 პროცენტი);
 
ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.7 პროცენტით, რაც 0.58 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაზრდილია ქვეჯგუფებზე: გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები, დაყენებისა და რემონტის ჩათვლით (11.3 პროცენტი), მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (9.5 პროცენტი), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (9.1 პროცენტი).
471