BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

მთავრობა ონკოლოგიურ პაციენტებს მკურნალობის სრულ კურსს დაუფინანსებს

„პრობლემა იყო ონკოლოგიური პაციენტების მეოთხე ეტაპი, როდესაც, სიმსივნის გამოვლენის შემთხვევაში, გარკვეულ ეტაპზე, საკუთარი ჯიბიდან უწევდათ მკურნალობის ხარჯის გადახდა. დღეს ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ და დარწმუნებული ვარ, მივიღებთ გადაწყვეტილებას, ამ პროგრამის 8 000 ლარით გაზრდის შესახებ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
 
„ჩვენს თითოეულ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, მკურნალობის სრული კურსი ჩაიტაროს, ყველანაირი „ჯიბიდან გადასახდელების“ გარეშე. სამწუხაროდ, დღეს საქართველოს 1972 მოქალაქე სარგებლობს ამ პროგრამით და მათთვის ეს იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი მხარდაჭერა“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
612