BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ალექსანდრე ლუკაშენკო: „არ გაყოთ ცხვირი ქუჩაში“

არ გაყოთ ცხვირი ქუჩაში, გესმოდეთ, რომ თქვენ და ჩვენ შვილებს იყენებენ, როგორც საზარბაზნე ხორცს, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უსაფრთხოების საბჭოს წევრებთან შეხვედრის დროს განაცხადა. 
 
ბელარუსის პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ ქუჩაში ცხვირი არ გაყონ. 
 
"რა უნდა გავაკეთო ამ სიტუაციაში? გინდათ, რომ ვიჯდე და დაველოდო, ვიდრე მინსკი არ გადატრიალდება? ჩვენ აღვადგენთ წესრიგს, გავუმკლავდებით მათ",- აღნიშნა ლუკაშენკომ.
 
მისივე თქმით, ის რაც დღეს ბელარუსში ხდება უცხოელების მიერ არის მართული.
 
"ამ ყველაფრის დამფუძნებლები და ორგანიზატორი უცხოეთიდან ჩამოსული ხალხია. წინა რიგებში არიან კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანები, უფრო მეტიც, ღირსეული კრიმინალური წარსულის",- აღნიშნა პრეზიდენტმა.
 
მან მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და განაცხადა: „დამშვიდდით და მოდით, წესრიგი აღვადგინოთ.
 
შეგახსენებთ, ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედ პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80,23 %-მა დაუჭირა მხარი, მისმა მთავარმა მეტოქემ, სვეტლანა ციხანოვსკაიამ კი - ამომრჩეველთა 9,9 %-ის მხარდაჭერა მოიპოვა.
537