BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

სკოლებში 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა სავალდებულო იქნება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ სკოლებში 1-მეტრიანი დისტანციის დაცვა იქნება სავალდებულო. 
 
როგორც მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტრომ განათლების სამინისტროსთან დაახლოებით 2- თვიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად დაასრულა რეკომენდაციების პაკეტის მოხმარება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწავლის პროცესი დაიწყოს და განხორციელდეს ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხოდ და სასკოლო გარემოში კოვიდის გავრცელების რისკები შეიზღუდოს.
 
„მთავარი პრინციპები უსაფრთხო სასწავლო გარემოსთვის ძირითადად სამი მიმართულებაა, ესენია პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება, პირბადეების შესაფერისი წესით გამოყენება, დისტანციის შენარჩუნება და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა. თითოეული ამ მიმართულებით დეტალური რეკომენდაციები არის ჩაშლილი. რამდენიმე მათგან მინდა გაგიზიაროთ, დისტანცია 1 მეტრი ესაა მინიმალური უსაფრთხო დისტანცია, რომელიც სკოლაში აუცილებლად უნდა იქნას დაცული, პირბადის გამოყენება სასკოლო გარემოში სავალდებულო იქნება ყველა ვიზიტორისთვის, თანამშრომლისთვის, იქ დასაქმებული მასწავლებლებისთვის და სხვა პირებისთვის, გარდა მოსწავლეებისა“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
737