BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

23 ინფიცირებული, 17 გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის სტატისტიკა

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 23-ით 1306-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი კი 17-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. 
 
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულია 1085 ადამიანი.  
კორონავირუსს ქვეყანაში ამ დრომდე ჯამში 17 ადამიანი ემსხვერპლა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 7597 ადამიანი;
სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ - 261 ადამიანი;
ხოლო უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა - 41-ია პირი.
372