BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

მერია თბილისის დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციას იწყებს, საპროექტო სამუშოებისთვის კი 830 000 ლარს დახარჯავს

თბილისის ზღვის მიმდებარედ არსებული პარკის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოების მოსამზადებლად სახელმწიფო შესყიდვაა გამოცხადებული, რომლის ღირებულება 830 ათას ლარს შეადგენს.
 
სახელმწიფო შესყიდვაში წინადადებების მიღება ხვალ, 12 აგვისტოს სრულდება.
 
დოკუმენტაციის მიხედვით, თბილისის დენდროლოგიური პარკი მდებარეობს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე. პარკის საერთო ფართობი შეადგენს 163 ჰა-ს, აქედან ტყით დაფარულია 93,3 ჰა.
 
“პროექტის განხორციელების შედეგად უნდა გაიზარდოს დენდროლოგიური პარკის მიმზიდველობა თბილისის მოსახლეობისა და ტურისტებისთვის, თუმცა, მაქსიმალურად შენარჩუნდეს და განვითარდეს არსებული ბუნებრივი ლანდშაფტი.
 
დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე მიმდინარეობს 10 ინფრასტრუქტურული ობიექტის პროექტირება, რომელთან შესაბამისობაშიც უნდა იყოს ამ ხელშეკრულების ფარგლებში შემუშავებული პარკის დიზაინი”,- ნათქვამია დოკუმენტაციაში.
612