BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„კლასში 20 მოსწავლე ვერ დაჯდება, შესვენებებზე საჭირო იქნება პირბადე“ – ამირან გამყრელიძე

კლასში ალბათ 20 ადამიანი ვერ დაჯდება, შესვენებებზე საჭირო იქნება ალბათ პირბადე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
 
გამყრელიძის თქმით, სწავლის დაწყება დაკავშირებულია მობილობის გაზრდასთან და სახელმწიფო ყველაფრისთვის მზად იქნება.
 
მისი განცხადებით, არის რისკი, რომ ეპიდემილოგიური სიტუაცია გაუარესდეს, თუმცა მზაობაც შესაბამისი უნდა იყოს.
 
„კლასში 20 ადამიანი ერთად ვერ დაჯდება. ამაზე ვმუშაობთ, როგორი უნდა იყოს სკოლებსა და აუდიტორიებში სიტუაცია. საჭირო იქნება ხელების ხშირი დამუშავება, პირბადეების ხმარება, როცა დერეფნებში შესვენებებზე იქნებიან. მცირეწლოვან ბავშვებზე პირბადე არ არის რეკომენდებული. ვმუშაობთ ამ სტანდარტებზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
 
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება. როგორც განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, „ჩვენ მზად ვართ ყველანაირი სცენარისთვის, თუმცა ამ ეტაპზე სწავლა დაიწყება ჩვეულებრივ, სასწავლო ოთახებსა და აუდიტორიებში“, - განაცხადა ჩხენკელმა.
1092