BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

რატომ შეწყვიტა თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე გამოცხადებული ტენდერი? - განმარტება

თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის პროექტზე დროებით უარი თქვა და ხელშეკრულება კონტრაქტორ კომპანიასთან კორონავირუსის გათვალისწინებით შემცირებული ბიუჯეტის გამო ცალმხრივად შეწყვიტა.
 
მერიის შესაბამისი გადაწყვეტილება სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. 
 
თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე ტენდერი 2020 წლის მაისში გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 10 165 170 ლარი იყო, ხოლო დაფინანსების წყარო - 2020-2021 წლების თბილისის ბიუჯეტი. წერეთლის გამზირის ნაწილის რეაბილიტაცია 2020 წლის ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსებულიყო (55%), ნაწილი კი 2021 წლის ბიუჯეტიდან ( 45%).
 
სახელმწიფო შესყიდვაში წინადადებების მიღება 9 მაისს დაიწყო და 14 მაისს დასრულდა, გამარჯვებულად კი კომპანია “ენ სი სი” გამოცხადდა.
514