BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

6 ინფიცირებული, 2 გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
 
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1137 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ორი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 922-ს შეადგენს.
 
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
 
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.
 
კარანტინის რეჟიმში 6 439 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –326.
292