BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ - ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება“

„იქნებ გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ ( 3-6 თვიანი) და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება ოჯახებთან ერთად“, - ამის შესახებ "ანაკლია სითის" აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს.
 
მის პოსტს www.businesstime.ge უცვლელად გთავაზობთ:
 
„Thinking out of box- ჩვენ ვუმკლადვდებით ამ ვირუსს, ამავდროულად, სამწუხაროდ რეგიონში მძიმე მდგომარეობა არის. იქნებ შევძლოთ ამის უფრო მეტად კაპიტალიზაცია? იქნებ გავაკეთოთ ,,დროებითი მწვანე რეზიდენცია“ ( 3-6 თვიანი) და ვისაც სურს, რომ მეორე ტალღა ,,გამოიზამთროს“, მივცეთ საქართველოში ჩამოსვლის საშუალება ოჯახებთან ერთად? პროცესი უნდა იყოს ძალიან გამჭირვალე და დაცული სტანდარტებით, მათ შორის: კარანტინის გავლა, ტესტების აღება, საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებული დოკუმენტების წარდგენა (ბინის ქირა ან სასტუმროს გრძელვადიანი ჯავშანი); სავალდებულო დაზღევევის აღება და სხვა რაც არის მნიშვნელოვანი, რომ შევინარჩუნოთ უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი. შემუშავებული პროტოკოლის მიხედვით ორგანიზება ტურისტულმა კომპანიებმა გააკეთონ, ნაწილი სასტუმროები ისევ გადაკეთდეს კარნატის ზონებად და მიიღონ შემოსავლები, ნაწილმა კი იმუშაოს სტუმრების შემდგომ მიღებაზე. ამით, ჩვენ გავზრდით შემოსავლიანი მოსახლეობის რაოდენობას თუნდაც 5-10 ათასი კაცით. ეს დამატებით აამუშავებს რესტრონებს, სალონებს, გაზრდის ვაჭრობას და სხვადასხვა სერვისზე მოთხოვნას. თუნდაც მინიმუმალურად, მაგრამ მაინც დამატებითი შემოსავლებია ჩვენი ქვყნისთვის“,-წერს ქეთი ბოჭორიშვილი.
610