BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

აშშ-ის კონგრესი: „დახმარების გაცემის 15% უნდა შეჩერდეს იქამდე, სანამ საქართველოს სასამართლო სისტემა, დემოკრატიული გარემო და ბიზნესგარემო არ გაუმჯობესდა“

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის მიერ დარეგისტრიდა სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ 326-გვერდიანი კანონპროექტი, რომელიც 2021 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო დეპარტამენტის პრიორიტეტებს განსაზღვრავს. დოკუმენტში საუბარია საქართველოსთვის დახმარების სახით $132,025,000 გამოყოფის შესახებ, თუმცა სხვა წლებისგან განსხვავებით, ამჟამად დოკუმენტს წინაპირობა ახლავს, რომლის მიხედვით, ამ დახმარების გაცემის 15% უნდა შეჩერდეს იქამდე, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტი არ დაადგენს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა, დემოკრატიული გარემო და ბიზნესგარემო არ გაუმჯობესდა. 
 
კანონპროექტში წერია:
 
"სახსრების შეჩერება - განსაზღვრული დახმარება, არ იქნეს გამოყოფილი, სანამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი არ დაადგენს და კომიტეტებს არ წარუდგენს მტკიცებულებებს, რომ საქართველოს მთავრობა დგამს ეფექტურ ნაბიჯებს, რათა:
 
A) განამყაროს მისი დემოკრატიული ინსტიტუტები;
 
B) ებრძოლოს კორუფციას მთავრობაში, მათ შორის განამტკიცოს ანტიკორუფციული კანონმდებლობა და რეგულაციები;
 
C) უზრუნველყოს, რომ კერძო სექტორისთვის კანონის უზენაესობა შეესაბამებოდეს საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, მათ შორის დაცული იყოს უცხოელი ბიზნესმენების უფლებები, მათი ფინანსური ინტერესები და ინვესტიციები.
 
გამონაკლისები - დახმარების შეჩერების პარაგრაფით განსაზღვრული შეჩერება არ შეეხოს იმ პროგრამებს, რომლებიც საქართველოში დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, სამოქალაქო საზოგადოებას და მედიის თავისუფლებას უჭერს მხარს. ასევე, მიმართულია გენდერული ძალადობის მსხვერპლთა და მოწყვლადი მოსახლეობის დასახმარებლად."
208