BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

დღეს ჰაერის ტემპერატურა 40-42 გრადუსამდე მიაღწევს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელია 40, 42 გრადუსს, მთიან რაიონებში -35, 37გრადუსს, ხოლო შავი ზღვის სანაპირო ზოლში 33, 35 გრადუსს მიაღწიოს. მათივე ინფორმაციით, საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა 9 ივლისამდე შენარჩუნდება. 
 
აღმოსავლეთ საქართველოში 7-8 ივლისს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში 34, 39 გრადუსის, მთიან რაიონებში კი 29, 34 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
 
„ჰაერის მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს ტყის ხანძრების გაჩენას. 8 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან 11 ივლისამდე საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით აგრილდება. დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან ძლიერად, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა“, - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
242