BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ტურისტული ჯგუფები და ორგანიზაციები გამაფრთხილებელ აქციას გამართავენ

ტურისტული ჯგუფები და ორგანიზაციები გამაფრთხილებელ აქციას გამართავენ. ღონისძიება დღეს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან გაიმართება. 
 
ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავასა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მარიამ ქვრივიშვილს სატელევიზიო დებატებშიც იწვევენ.
 
როგორც გიდების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ალექსანდრე გიორგიძე ამბობს, "უამრავი ღია საკითხია, რომელზე მწყობრი პასუხიც ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ბიზნესს არ აქვს. მისი თქმით, მთავრობის განცხადებებმა, რომ საზღვრები 1 ივლისს გაიხსნებოდა, შემდეგ კი ამ გადაწყვეტილებაზე უარის თქმამ, კერძო სექტორს ცრუ მოლოდინები შეუქმნა". 
 
მისივე თქმით, განცხადება კეთდება ტურისტული ჯგუფების და ორგანიზაციების სახელით, სადაც გაწევრიანებულია ტურიზმში დასაქმებული 10 000 მდე ადამიანი.
 
6 ივლისს, 17:00 საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წინ გაიმართება გამაფრთხილებელი, საპროტესტო აქცია”,- აღნიშნავს ალექსანდრე გიორგიძე.
309