BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„ამ ეტაპზე ამის თქმა რთულია“ - მაჭავარიანი აგვისტოში საჰაერო მიმოსვლის გახსნაზე

ამ ეტაპზე ამის თქმა რთულია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტების კითხვაზე, გაიხსნება თუ არა მიმდინარე წლის აგვისტოდან საქართველოში რეგულარული საჰაერო მიმოსვლაზე პასუხისას განაცხადა. 
 
მისივე თქმით, შესაბამისად, ქვეყანაში საჰაერო მიმოსვლის აღდგენის კონკრეტული თარიღი მთავრობას ჯერ არ აქვს დადგენილი. 
 
"დღეს ვერც ამაზე [აგვისტოში ფრენების დაწყებაზე] ვერ გეტყვით, დღეს ზუსტად საბოლოოდ ვერ გეტყვით. მე გეუბნებით იმას, თუ აქამდე რატომ არ გაიხსნა ფრენები და ამის უკან რა ანალიზი დგას. საბოლოო ჯამში სელექტიურად შეიძლება გაიხსნას ისევ, ან/და კონტროლის სხვადასხვა პირობებით,"- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
 
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საზღვრები საერთაშორისო მიმოსვლისთვის 1 ივლისს უნდა გაეხსნა, თუმცა, თარიღმა გადაიწია.
281