BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„მუხიანში, უნდა დასრულებულიყო სკვერის მშენებლობა - თუ კომპანია ორ კვირაში ვერ შეასრულებს სამუშაოს, გააგდეთ და გააშავეთ“ - კალაძე

„მუხიანში, უნდა დასრულებულიყო სკვერის მშენებლობა. თუ ეს კომპანია ორ კვირაში ვერ შეასრულებს სამუშაოს, გააგდეთ და გააშავეთ“, - ამ სიტყვებით მიმართა თბილისის მერმა კახა კალაძემ თავის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს და გლდანის რაიონის გამგებელს მუხიანში მდებარე სკვერთან დაკავშირებით, სადაც თბილისის მერის თქმით, კომპანიამ ვალდებულებები არა შეასრულა.
 
„დაახლოებით, 1000 კცადრატულ მეტრზე. ყველა გარემოება მესმის, პანდემიაც მათ შორის, მაგრამ ამ რთულ ვითარებაშიც კი არანაირი ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ გაგვიჩერებია. ეს კონკრეტული პროექტი დიდი ხნის წინ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მიგდებულია. არავინ აქცევს ყურადღებას, არ ვიცი თავად კომპანია რას ფიქრობს, მაგრამ ფაქტია, რომ იქ გავლა შეუძლებელია, წყალი დგება და სანაგვედ არის ქცეული იქაურობა“, - განაცხადა კალაძემ.
 
თბილისის მერმა თავის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს და გლდანის რაიონის გამგებელს დაავალა, საქალაქო სამსახურთან ერთად დაიბარონ კომპანია დღესვე და სამუშაოების დასასრულებლად 2 კვირის ვადა მისცენ.
 
„თუ ორ კვირაში პროექტი არ დასრულდება, შეგიძლიათ გააბრძანოთ. ეგეთი კომპანიები მუნიციპალიტეტის ტენდერებში ვერ უნდა იღებდნენ მონაწილეობას. ბვრი კომპანია გავაშავეთ გასულ წლებში ისეთი, ვინც მოსახლეობა და ჩვენც ფეხებზე დაგვიკიდეს. დაიბარეთ ეს კომპანია და თუ ორი კვირის განმავლობაში ვვერ დასრულებს სამუშაოს, გააგდეთ და გააშავეთ ისე, რომ საქართველოში ვერცერთ ტენდერში ვერ მიიღოს მონაწილეობა“, - განაცხადა კალაძემ.
444