BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

საქართველოში ახალი კორონავირუსით 82 წლის პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ახალი კორონავირუსით მე-15, 82 წლის პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზეა განთავსებული.
 
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა,  გარდაცვლილი ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეა. 
 
"პაციენტის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და მას მრავლობითი თანმხლები დაავადებები ჰქონდა.  მამაკაცი უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ხელოვნურ ვენტილიაციაზე იმყოფებოდა", - განაცხადა ამირან გამყრელიძე.
 
ვებგვერდზე stopcov.ge-ზე განთავსებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაშ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 924 გახდა.
 
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 4 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათ რაოდენობა 785-ს შეადგენს.
 
კარანტინის რეჟიმშია 2819 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 230 პირი.
 
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
216