BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 4-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 919 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 4-ით გაიზარდა და 780 გახდა.
 
კარანტინის რეჟიმშია 2687 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 260 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.
 
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
201