BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

პარლამენტმა ანტიკრიზისული ბიუჯეტი დაამტკიცა

კორექტირებულო ბიუჯეტის  გადამუშავებულ ვერსიას პარლამენტის პლენარულ სესიაზე მხარი  84 -მა დეპუტატმა დაუჭირა. 
 
2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტი 15 923 800 000 ლარით განისაზღვრა. კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო, ბიუჯეტში, შემოსავლის სახით, 1,8 მილიარდი ლარის დანაკლისია პროგნოზირებული. ბიუჯეტის დეფიციტი 8,5%-ია. დოკუმენტის თანახმად, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ით შემცირდება.
 
2020 წლის ბიუჯეტის განახლებული პროექტის მიხედვით, ყველაზე მეტად ინფრასტრუქტურის, განათლების და თავდაცვის სამინისტროებოს დადინამსება მცირდება. კერძოდ, 251.3 მილიონი ლარით მცორდება ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი ,127.7 მილიონი ლარით განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი, ხოლო თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 75 მილიონი ლარით შემცირდება.
 
როგორც დოკუმენტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, პანდემიის შედეგად, აუცილებელი გახდა დამატებითი რესურსების მოძიება როგორც ბიზნესის, ისე მოქალაქეების პირდაპირი დახმარებებისთვის, ასევე, ეპიდემიის გავრცელების პრევენციისა და დაავადებულთა მკურნალობისთვის. აღნიშნული მიზნებისათვის დამატებით საჭირო ხარჯებმა შეადგინა დაახლოებით 3,4 მლრდ ლარამდე.
 
პარლამენტის პლენარულ სხდომას არ ესწრებოდა საპარლამენტო ოპოზიცია.
 
 
378