BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„წაიღო ჩემი და თქვენი ნერვები, მაგრამ ძალიან მაგარი გამოვიდა“ - კახა კალაძე

ლდანში, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი დასრულდა და საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგა. 
 
ადგილზე დღეს თბილისის მერი კახა კალაძე თავის მოადგილესთან ირაკლი ბენდელიანთან ერთად იმყოფებოდა.
 
„მოგესალმებით გლდანიდან, სადაც დასრულდა ორი ცენტრალური ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ესენია ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩები. სამუშაოები გასულ წელს დაიწყო, შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად. დღეს დასრულდა საგზაო ინფრასტრუქტურის ნაწილი და ავტომობილების მოძრაობა თავისუფალია. რაც შეეხება დარჩენილ სამუშაოებს, ეს არის კუნძულების მოპირკეთება, ტროტუარების მოასფალტება, განათების ბოძები, გამწვანება და ასფალტის დახაზვა.
 
მაგარი პროექტი გამოვიდა, ცოტა დრო კი დასჭირდა, წაიღო ჩემი ნერვებიც, თქვენი ნერვებიც. რა თქმა უნდა, დისკომფორტი იყო იმ ადამიანებისთვის, ვინც გლდანში ცხოვრობს, თუმცა მგონი, ღირდა. ძალიან მაგარი გამოვიდა და ძალიან მიხარია“, - მიმართა კალაძემ მოსახლეობას.
 
ცნობისთვის: ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩების ჯამური სიგრძე დაახლოებით, რვა კილომეტრს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 12 მლნ ლარამდე იხარჯება. 
449