BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $20 მილიონი გაყიდა

დღეს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მორიგი სავალუტო ინტერვენცია განახორციელა. სავალუტო აუქციონზე $20 მილიონი დოლარი გაიყიდა, ხოლო აუქციონზე აშშ დოლართან მიმართ დამდგარმა კურსმა კი 3.0383 ლარი შეადგინა, რაც აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით 2.3 თეთრით ნაკლებია. ახალ ოფიციალურ კურსს ეროვნული ბანკი დღეს 17:00-ზე გამოაქვეყნებს.
 
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა COVID-19-ისა და ნავთობის ფასების ვარდნისგან გამოწვეული ეკონომიკური შოკის საპასუხოდ პირველი სავალუტო ინტერვენცია 13 მარტს განახორციელა. მაშინ გაყიდული თანხის მოცულობამ $20 მილიონი დოლარი შეადგინა. მას შემდეგ სავალუტო ბაზარზე კიდევ 6 ინტერვენცია განხორციელდა, საიდანაც ოთხი $40 მილიონი დოლარის, ორი კი $20 მილიონი დოლარი იყო.
 
 
 
407