BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ზოოპარკსა და მზიურის პარკს საფეხმავლო ხიდი დააკავშირებს

თბილისის ზოოპარკსა და მზიურის პარკს საფეხმავლო ხიდი დააკავშირებს, - ამის შესახებ კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
 
მერის განცხადებით, მზიურის პარკში გაკეთდება „გალერეა-მედიათეკაც“, რაც პარკში არსებული სოციალური საწარმოს საკუთრება იქნება.
 
„დასრულდა მზიურის რეაბილიტაცია. მნიშვნელოვანი სამუშაოები იქნა ჩატარებული  - ეს არის მაგარი რეკრეაციული სივრცე. მივიღეთ გადაწყვეტილება: მუნიციპალიტეტი განახორციელებს ორ პროექტს - საბაგიროს რეკონსტრუქციას. მთლად მედიათეკას ვერ დავარქმევთ, პატარაა ტერიტორია, მაგრამ გვაქვს აქტიური კომუნიკაცია მზიურის სოციალურ საწარმოსთან, მათ აქვთ საინტერესო პროექტი „გალერეა-მედიათეკა“. ეს შენობა ამ გუნდს გადაეცემა. ასევე გაკეთდება საფეხმავლო ხიდი, რითაც მზიური დაუკავშირდება ზოოპარკს და ამაზე მუშაობასაც დავიწყებთ", - განაცხადა კახა კალაძემ.
384