BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

საზოგადოებრივ ტრანსპორტში ველოსიპედის ატანა იქნება შესაძლებელი

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ველოსიპედების ატანა გახდება შესაძლებელი.
 
როგორც დედაქალაქის მერმა განმარტა, შესაბამისი სამსახურები მოიძიებენ ველოსიპედების სამაგრებს, რათა ველოსიპედით მოსარგებლეებს შეეძლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება.
 
„საზ. ტრანსპორტში ველოსიპედის ატანა აკრძალულია, მაგრამ გვინდა გადმოვიტანოთ საუკეთესო ქალაქების მაგალითი და ავტობუსებზე დავაყენებთ ველოსიპედების სამაგრებს, რათა მისით მოსარგებლე ადამიანი შეძლოს ტრანსპორტით გადაადგილება. მინდა მაია ბიწაძეს მოვუწოდო, დავიწყოთ ამაზე მუშაობა" - განაცხადა კახა კალაძემ.
441