BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

საქართველოში კაცის საშუალო ხელფასი თვეში 1423 ლარია, ქალის - 960 ლარი

2020 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.1%-ით - 110.0 ლარით გაიზარდა და 1 202.7 ლარი შეადგინა.
 
საქსტატის ინფორმაციით, 2020 წლის I კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. ამასთან, საქმიანობების სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა:
 
• საფინანსო და სადაზღვევო სფეროში – 2 596.4 ლარი (წლიური ზრდა 37.1%);
• ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1 887.9 ლარი (წლიური ზრდა 7.8%);
• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1 794.8 ლარი (წლიური ზრდა -0.2%);
• მშენებლობა – 1 703.0 ლარი (წლიური ზრდა 9.5%);
 
საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს. 2020 წლის I კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 960.4 ლარით, ხოლო კაცების - 1 423.9 ლარით განისაზღვრა და ხელფასების წლიურმა ზრდამ, შესაბამისად 84.3 და 129.8 ლარი შეადგინა.
643