BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

“არსებული დინამიკა არ უქმნის საფრთხეს არც სწავლის დაწყებას და არც არჩევნების ჩატარებას” - ამირან გამყრელიძე

თუ ჩვენ იმ დინამიკით წავედით, რაც დღეს გვაქვს, ეს არავითარ საფრთხეს არ უქმნის არც სწავლის დაწყებას, არც არჩევნების ჩატარებას, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
 
მისივე განმარატებით, თუ ყველა დავიცავთ იმ რეკომენდაციებს, რომლებსაც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები იძლევიან, შესაძლოა, საქართველოში ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა აღარ იყოს.
 
„ყველამ დავიცვათ რეკომენდაციები, რასაც იძლევა ჯანდაცვის სექტორი და თუ ყველა დავიცავთ ამ რეკომენდაციებს, დიდი ალბათობით, ჩვენ ამ მეორე ტალღაში, შეიძლება, არ შევიდეთ თუ არ იქნება ის მდგომარეობა, რასაც ახლა ზოგიერთ რესტორანში, პლაჟებზე ვუყურებთ და დაცული იქნება ის რეკომენდაციები, რასაც იძლევიან ჩვენი სამსახურები ანუ გამოვიყენებთ პირბადეს საჯარო დაწესებულებებში. აქამდე ქართველებს დამყოლობა ჰქონდა ძალიან კარგი, ამ სამი 3-4 თვის განმავლობაში, ამიტომ მოვედით ამ მდგომარეობამდე, რომ ჩვენთან ინფექციის გავრცელების მაჩვენებლი არის შედარებით დაბალი, ვიდრე ჩვენს ირგვლივ მყოფ ქვეყნებში. თუ ჩვენ ამ დინამიკით წავედით, რაც დღეს გვაქვს, ეს არავითარ საფრთხეს არ უქმნის არც სწავლის დაწყებას, არც არჩევნების ჩატარებას და არც სხვა ღონისძიებებს, თუ ეპიდსიტუაცია იქნება ისეთი როგორიც დღეს არის. თუ ეპიდსიტუაცია იქნება ისეთი, როგორიც ზოგიერთ მეზობელ ქვეყანაშია, თუ ჩვენ არ გავუფრთხილდით ამ ერთობლივ მონაპოვარს და ისევ და ისევ „ავიშვით“ და როგორც გვინდა, როგორც შარშან, ისეთი თავისუფლება გვექნა, მაშინ არის რისკი, რა თქმა უნდა, ეპიდსიტუაციის გაუარესების. ამიტომ ეპიდსიტუაციისდა მიხედვით შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მისაღები, საჭირო გახდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებ, ეს საჭირო არ გახდება თუ ა.შ. დაველოდოთ და თხოვნა მაქვს, რომ ყველამ ერთად შევასრულოთ ის რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის სექტორი იძლევა,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
896