BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„თქვენი მოსაწონი მომენტი ვერ დადგა” - ნათია თურნავა

ლარის გამყარებაზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს და მათ შორის არის ჩვენი დაბალანსებული ეკონომიკური პოლიტიკა, - ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. თურნავა გამოეხმაურა ბოლო დღეებში ლარის გამყარების ტენდენციას.
 
"თქვენი მოსაწონი მომენტი ვერ დადგა, ე.წ. ლარის გამყარება არის რამდენიმე ფაქტორის ზემოქმედების კომპლექსი. ერთი ეს არის ჩვენი დაბალანსებული მაკროეკონომიკური პოლიტიკა, დაბალანსებული მონეტარული და ფულადსაკრედიტო ბერკეტები, რასაც ვიყენებთ და ეს ნორმალურია. უნდა ითქვას, რომ ეკონომიკური აქტივობის შენელებაც თავის როლს ასრულებს, მაგრამ ეს არის დამაბალანსებელი პროცესი, რომელიც საბოლოოდ დადებითად აისახება, რადგან იმპორტირებული საქონლის ფასებზე ეს პოზიტიურად მოქმედებს და საბოლოოდ, ხელს შეუწყობს იმასაც, რომ ინფლაცია დაუბრუნდება მიზნობრივ მაჩვენებელს", - განაცხადა ნათია თურნავამ.
396