BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

სომხეთის პრემიერ მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

სომხეთის პრემიერ მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი 31 მაისს დაუდასტურდა. ამის შესახებ ფაშინიანმა დღეს, 1 ივნისს ფეისბუკზე მიმართვის დროს ისაუბრა.
 
როგორც სომხეთის პრემიერი აცხადებს, მას სიმპტომები არ ჰქონია, თუმცა, ტესტის გაკეთება მაინც გადაწყვიტა.
 
ფაშინიანის ინფორმაციით, კორონავირუსი მის ოჯახის წევრებსაც დაუდასტურდათ.
389