BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 19 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 11-ით გაიზარდა და 794 გახდა. 
 
მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 19-ით გაიზარდა და 624 გახდა.
 
კარანტინის რეჟიმშია 2494 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 301- პირი.
 
საქართველოში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
505