BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ახალი რეგულაციის თანახმად, აღარ იარსებებს კლასიკური გაგებით ე.წ. „შვედური მაგიდა“

COVID 19-ის პანდემიის გამო, სასტუმროში მისული სტუმრებისთვის ახალი რეგულაციები წესდება, რომლის თანახმად სასტუმროების რესტორნებში შეიცვლება კონცეფცია და აღარ იარსებებს კლასიკური გაგებით ე.წ. „შვედური მაგიდა“. 
 
როგორც  სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განმარტა, სტუმრებს აღარ ექნებათ ჭურჭელთან შეხება.
 
„სტუმარი ვერ ეხება ვერც თეფშს, ვერც ჩანგალს, დანას თუ ჭიქას. როგორც გახსოვთ ერთად იდო თეფშები, სტუმარი იღებდა ამ თეფშს და თავად ირჩევდა სასურველ საკვებს. ახლა მაგიდა იქნება წინიდან შემოსაზღვრული, მეორე მხარეს იქნება მომსახურე პერსონალი, რომელიც სტუმრის მითითებით თეფშზე დაუდებს საკვებს და მიაწვდის“, – განაცხადა ალავერდაშვილმა.
 
მისი თქმით, პერსონალი იქნება სრულად ეკიპირებული.
 
ასევე რეგულაციები შეეხება აუზის ზონასაც, შეზლონგები 2 მეტრის დისტანციით განთავსდება.
1535