BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა: პანდემიის პირობებში ეკონომიკის განახლებისთვის მნიშვნელოვანია პრიორიტეტების შერჩევა

საქართველო-ისრაელისბიზნესპალატა, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, შექმნილ ვითარებაზე მორგებული სპეციალური გეგმით მოქმედებას იწყებს. 
 
ბიზნესპალატი სხელმძღვანელის, იციკ მოშეს თქმით, პანდემიის პირობებში, ეკონომიკური ცხოვრების განახლება ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული, ამიტომ მნიშვნელოვანია სწორი პრიორიტეტების შერჩევა. საქართველოს შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვაზე აქტიური ზრუნვა და ტურიზმი. 
 
ბიზნესპალატა, საქართველო-ისრაელის ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობის 25-წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ პოტენციალს ხედავს ისრაელელ ინვესტორებთან და ტუროპერატორებთან მუშაობაში. ამჟამად ორგანიზაციას მოლაპარაკებები აქვს ისრაელის რამდენიმე ბიზნეს გაერთიანებასთან, რომლებიც ამ ეტაპზე საქართველოში არსებული ბიზნეს და კორონა გარემოსთან დაკავშირებულ ვითარებას ეცნობიან.
 
იციკ მოშეს აზრით, ახლა სწორედ ტურიზმი შეიძლება გახდეს, პირდაპირ თუ ირიბად,  ბიძგის მიმცემი ეკონომიკისთვის, განსაკუთრებით უცხოური კაპიტალისთვის, ვინაიდან საერთაშორისო მოგზაურთა მიღება ქვეყანის იმიჯზე ათმაგად დადებით გავლენას მოახდენს. 
 
საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელი იხსენებს 2002 წელს, როდესაც მისი და საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და ისრაელის ტურიზმის სამინისტროს მხარდაჭერით, ისრაელში გაიხსნა საქართველოს პირველი ტურისტული წარმომადგენლობა. მაშინ საქართველოში არსებული რთული ვითარებისა და გარკვეულ წრეებში პესიმიზმის მიუხედავად, სწორედ ტურიზმის წახალისებამ შეასრულა მნიშვნელოვანი მედიატორის როლი ქვეყნებს შორის, რასაც მომდევნო წლებში ისრაელიდან პირადი ინვესტიციის არნახული შემოდინება მოყვა. ამჟამად მისი მოცულობა 500 მილიონ დოლარს აღემატება, ხოლო ისრაელიდან შემოსულ ტურისტთა კონტრიბუცია საქართველოს ეკონომიკაში 1 მლრდ. დოლარია. 
 
საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს, აგრეთვე, საქართველოში ისრაელიდან უკვე შემოსული კაპიტალით დაწყებული პროექტების დასრულებას.
 
„ბიზნესი, ბუნებრივია, შესაძლოა, რისკებს შეიცავდეს, თუმც ამას სახელმწიფოს მხარდაჭერაც აუცილებლად სჭირდება. ეს თემა განსაკუთრებით სათუთია უცხოელი ინვესტორისთვის. თუ წელს შევძლებთ რამდენიმე ისრაელელი ინვესტორის წინაშე ობიექტური მიზეზის გამო არსებული პრობლემის გადაჭრას, ეს იქნება საუკეთესო გზავნილი სხვა ბიზნესისთვისაც, კაპიტალდაბანდება განახორციელოს საქართველოში“, - აცხადებს იციკ მოშე და დასძენს, რომ წელს, დეკემბერში საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა, საქმიანობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ისრაელის სახლთან ერთად, გამართავს ისრაელის კვირეულს, რომელსაც ისრაელიდან წარმომადგენლობითი დელეგაცია დაესწრება. ეს იქნება ბიზნესპალატის მასშტაბური ღონისძიება, რომელსაც ევროპიდან და ისრაელიდან შეუერთდებიან ორგანიზაციის პარტნიორები. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა არის საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC Georgia) და მსოფლიო პალატების ფედერაციის (WCF) საქართველოს ეროვნული კომიტეტის წევრი. ეს ის საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც ხელს შეუწყობს ისრაელის ბიზნეს ორგანიზაციებთან ინვესტიციებზე მუშაობას.
 
კვირეულში, სხვა საკითხებთან ერთად, შეჯამდება პანდემიის პირობებში ისრაელიდან ბიზნესის საქმიანობა საქართველოში,   საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა წარადგენს 2021 წლის სამოქმედო გეგმასაც. 
 
საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა, „ისრაელის სახლის“ მხარდაჭერით, აძლიერებს ურთიერთობას ევროპის ებრაელობის ორგანიზაციებთან, რომლებსაც მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ ევროსაბჭოსთან და ევროკავშირთან. წელს ისრაელის კვირეულის ფარგლებში,   ევროპის საბჭოსთან არსებული ებრაული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ხელშეწყობის ევროპული ასოციაციასთან (AEPJ) თანამშრომლობით,   გაიმართება ტრანსნაციონალურ პროექტ - Parallel Traces-სთან დაკავშირებული ებრაული მემკვიდრეობის გამოფენა.
 
„საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის 25-წლიანმა აქტივობებმა და მისი საქმიანობის ისრაელისა და საქართველოს მთავრობების მხრიდან აღიარებამ და აქტიურმამ ხარდაჭერამ, საქართველოს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა მისცა, გამოიყენოს ისრაელის გამოცდილება და პოტენციალი. 
 
საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის მიერორგანიზებული ეკონომიკური ფორუმებს, როგორც წესი, ჰქონდა ქვეყნის ლიდერების მხარდაჭერა. მაგალითად, 2012 წელს თბილისში ჩვენ მიერ ორგანიზებულ ბიზნესფორუმისადმი ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენია მინ ნეთანი აჰუს მიმართვაში ვკითხულობთ: ”ისრაელ-საქართველოს ბიზნეს პალატის ძვირფასო წევრებო, დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს წლებში თქვენ გააგრძელებთ ამ საქმიანობის გაძლიერებას, წახალისებას და გაფართოებას ისრაელის და საქართველოსა და მათი ხალხის ურთიერთმხარდაჭერისთვის”.  
 
საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა წარმატებულად თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთანაც, ვაწვდით წინა დადებებს, ექსპერტულ შეფასებებს, გადაიჭრა არაერთი პრობლემა, რომელიც ბიზნესს ბუნებრივად ყოველთვის თან ახლავს. გვჯერა, სწორედ ახლა, რთული გამოწვევების ფონზე, ჩვენ მიერ შეთავაზებული პრიორიტეტები და მეთოდოლოგია ისეთივე ეფექტიანი იქნება, როგორც რთულ 90-იანებსა და მომდევნო წლებში წამოწეული და ხორც შესხმული არაერთი ინიციატივა“, - აცხადებს იციკ მოშე.
 
 
310