BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„ბოლნისის სოფლებში ეპიდაფეთქება მოხდა” - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლნისის მსგავსი შემთხვევა, როდესაც რამდენიმე სოფელში ეპიდაფეთქება მოხდა, შესაძლოა, სხვაგანაც განმეორდეს. ამის შესახებ გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში კორონავირუსთან დაკავშირებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
 
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს.
 
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში კორონავირუსის გავრცელების ერთი მიზეზი არ არის, ბევრი მიზეზია. იქ მოხდა ეპიდაფეთქება, როდესაც ერთი ადამიანისგან ბევრი ადამიანი დაინფიცირდა. შემდგომ ბევრი რეკომენდაცია სოციალური დისტანცირების, ერთმანეთში არსიარულის, ამ დიდი ოჯახების არშეკრების, იგივე სოფლიდან სოფელში არსიარულის, არ განხორციელდა. ამიტომაც გავრცელდა ამ ორ სოფელში ინფექცია. ერთ სოფელში საკმაოდ კარგი იყო დამყოლობა, რომ გამოკვლევებზე ადვილად დავითანხმეთ საზოგადოება. იმის, გამო, რომ დაცული არ იყო რეკომენდაციები, რაც ეძლეოდათ, მივიღეთ ეს მდგომარეობა. ეს შემთხვევა სამაგალითო უნდა იყოს, რადგან მსგავსი, შეიძლება სხვაგანაც განმეორდეს. ჩვენ დღეს დამშვიდების საფუძველი არ გვაქვს. შეიძლება ვიღაც ადამიანი ისევ შემოვიდეს, ჩვენს თანამემაულეებს დაბრუნებაზე უარს ხომ ვერ ვეტყვით რუსეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან თუ ევროპიდან?! 20 ათასზე მეტი ადამიანია გადმოყვანილი ორგანიზებულად. უზარმაზარი საქმეა გაკეთებული“, - განაცხადა გამყრელიძემ.
351