BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„საბიუჯეტო თანხებს ისე ვერ დავარიგებთ, როგორც მოგვეპრიანება”

შესაძლოა კომპანიების ნაწილი უბრალოდ უპასუხისმგებლობას იჩენს და იმიტომ არ ითხოვს დასაქმებულებისთვის კომპენსაციას, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.
 
რატომ არის მხოლოდ 20 000 კომპანია, რომელმაც 78,000 დასაქმებულზე მოითხოვა კომპენსაცია და რითია ეს სიმცირე გამოწვეული. დასმულ კითხვაზე საპასუხოდ მინისტრი განმარტავს:
 
„ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ის საკითხი, რომ ვისაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუწყდა შემოსავალი და მაგალითად მარტში აღარ მისცეს ხელფასი, შეიძლება ფიქრობენ, რომ კომპენსაცია არ ეკუთვნით, თუმცა მათაც უნდა წარმოადგინონ დოკუმენტები. მეორე მიზეზი შეიძლება იყოს ჩვეულებრივი დაუდევრობა, უპასუხისმგებლობა იყოს, გაუშვა და არც კითხულობს, ან შეიძლება ხელზე იხდიდა თანხას, საბანკო ანგარიში არ იცის და არც ცდილობს დაგვირეკოს, მოიკითხოს ასეთ შემთხვევაში როგორ მოიქცეს და ა.შ. ჩემი აზრით, თავად დასაქმებულებმაც უნდა იაქტურონ და უნდა მოხდეს ისე, რომ კომპანიებმა მოგვაწოდონ ინფორმაცია“, - განმარტა ვანო მაჭავარიანმა.
 
რაც შეეხება მაგალითად დასაქმებულთა ისეთ კატეგორიას, როგორიცაა ძიძები, ფინანსთა მინისტრის თქმით, თუკი რომელიმე პიროვნება რაიმე შემოსავლის მიმღებ დოკუმენტს წარადგენს, კომპენსაციას მიიღებს, ხოლო სადაც დასტური არ არის, კომპენსაცია ვერ გაიცემა.
 
„ეს არის ის, რაზე დაყრდნობითაც შეიძლება განვკარგოთ საბიუჯეტო სახსრები. სადაც დადასტირება არ გვაქვს, იქ უძლურები ვართ. თქვენ რომ მოხვალთ და იტყვით, რომ ძიძა ხართ, რაღაცით ხომ უნდა დასტურდებოდეს ეს. ეს საჯარო ფულია, პაუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ მის დახარჯვას, როგორც მოგვეპრიანება, ისე ვერ დავარიგებთ. თავისი შეზღუდვები აქვს ამას“, - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
724