BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი 23 მაისიდან აღარ გაგრძელდება

საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი 23 მაისიდან აღარ გაგრძელდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
 
„მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და აღარ გაგრძელდეს ე.წ. კომენდანტის საათი, თუმცა ვირუსი არსად წასულა და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ბრძოლა იქნება ჩვენთან და მთელ მსოფლიოში. სოციალური მოთხოვნის და პირბადის მოთხოვნა ძალაში რჩება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
 
შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით იყო გამოცხადებული.
527