BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 19-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 713 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. 
 
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 19 - ით გაიზარდა და 475 გახდა.
 
აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 11 შემთხვევაა გამოვლენილი.
 
კარანტინის რეჟიმშია 3519 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 351 პირი.
 
საქართველოში კრონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.
733