BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„შეგიძლიათ წაიღოთ პროტოკოლები და ნელ-ნელა დაიწყოთ მზადება“ - გიორგი გახარია ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს

შეგიძლიათ წაიღოთ პროტოკოლები და ნელ-ნელა დაიწყოთ მზადება, - ამ სიტყვებით მიმართა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ტურისტული სფეროს წარმომადგენლებს კახეთში გამართულ შეხვედრაზე. 
 
გახარიას თქმით, უნდა გაძლიერდეს და არ უნდა დავკარგოთ ის პოტენციალი, რაც აკრეფილი გვაქვს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.
 
„ტრანსპორტის უსაფრთხოების მნიშვნელობაც ძალიან დიდია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ თქვენ უკვე შეგეძლებათ როგორც ჯანდაცვის სამინისტროდან, ისე ტურიზმის ადმინისტრაციიდან წაიღოთ პროტოკოლები და ნელ-ნელა ჩაერთოთ პროცესში, რათა მზადება დაიწყოთ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ერთბაშად დიდი რაოდენობის ტურისტს ვერ მივიღებთ. უბრალოდ მსოფლიოში არ იქნება ისეთი მიმოსვლა, როგორიც აქამდე იყო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო, როგორც ტურისტულად მნიშვნელოვანი ქვეყანა, უნდა გაძლიერდეს და არ უნდა დავკარგოთ ის პოტენციალი, რაც აკრეფილი გვაქვს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში“, - განაცხადა გახარიამ.
415