BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

18 მაისიდან ყველა სალონი წინასწარი ნებართვის გარეშე გაიხსნება

18 მაისიდან ყველა სალონი წინასწარი ნებართვის გარეშე გაიხსნება, გარდა მოლებში და მიწისქვეშა გადასასვლელებში არსებული სალონებისა - ამის შესახებ სალონების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
 
განცხადებას "ბიზნესთაიმი" უცვლელად გთავაზობთ.
 
ყველა სალონს შეუძლია 18 მაისიდან გაიხსნას (გარდა მოლების და მიწისქვეშა გადასასვლელების) ყოველგვარი წინასწარი ნებართვის გარეშე. წინასწარი რეგისტრაცია სავალდებულო არ არის; ვისაც სურს პრევენციული შემოწმება განხორციელდეს მის იბიექტზე, მაშინ უნდა დარეგისტრირდეს - ასეთი ინფორმაცია მოგვაწოდეს ჯანდაცვის სამინისტროდან“, - ნათქვამია სალონების ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
739