BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

დავით ტყემალაძე: „ქართული ღვინო იყიდება ისეთ ქვეყნებში, სადაც რამდენიმე წლის წინ არა თუ ექსპორტი იყო დასაშვები, არამედ საერთოდ არ იცნობდნენ”

"სამწუხაროდ, ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასს „სამარცხვინო“ უწოდა და ვითარება წარმოაჩინა ისე, თითქოს წარმატებულ მეღვინეობის ქვეყნებში ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი ძვირადღირებული ღვინოების შესაბამისია", - ამის შესახებ საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე "ღვინის ეროვნული სააგენტოს" თავმჯდომარის მოადგილე დავით ტყემალაძე წერს. 
 
მისივე აზრით, ამ განცხადების მიზანია ნიჰილიზმის დათესვა საზოგადოებაში, მაგრამ ეს განცხადება ამჯერად მეტისმეტად უსუსური ტყუილი და აცდენილია ფაქტებს.
 
"ქართული ღვინის წარმოებას და ექსპორტს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ბოლო წლებში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მიმართულებით სწორი სახელმწიფო და დარგობრივი პოლიტიკის შედეგად გაშენდა ახალი ვენახები, ფუნქციონირებს ასობით ღვინის საწარმო, მათ შორის ბევრი ახალი, რეკორდულად გაიზარდა ღვინის ექსპორტისა და ყურძნის მოსავლის რაოდენობა.  ქართული ღვინო იყიდება ისეთ ქვეყნებში, სადაც რამდენიმე წლის წინ არა თუ ექსპორტი იყო დასაშვები, არამედ ქართულ ღვინოს საერთოდ არ იცნობდნენ", - წერს დავით ტყემალაძე. 
 
"ღვინის ეროვნული სააგენტოს" მოადგილე სამწუხაროს უწოდებს ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასის „სამარცხვინოდ“ წოდებას. 
 
"სამწუხაროდ, ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასს „სამარცხვინო“ უწოდა და ვითარება წარმოაჩინა ისე, თითქოს წარმატებულ მეღვინეობის ქვეყნებში ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი ძვირადღირებული ღვინოების შესაბამისია. ამ განცხადების მიზანია ნიჰილიზმის დათესვა საზოგადოებაში, მაგრამ ეს განცხადება ამჯერად მეტისმეტად უსუსური ტყუილი და აცდენილია ფაქტებს.
 
რეალურად:
 
ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი წონის ერთეულზე 2019 წელს 3 დოლარს 18 ცენტს შეადგენს (3.18$). ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი აღემატება მაგალითად ესპანეთის, აშშ-ს, ჩილეს, ავსტრალიის, პორტუგალიის, ახალი ზელანდიის, არგენტინის, გერმანიის, ანუ  ყველაზე მსხვილი ექსპორტიორების უმრავლესობის მაჩვენებელს, ამასთან 18 ცენტით ჩამორჩება იტალიის საშუალო საექსპორტო ფასს და მხოლოდ 4 დოლარით 19 ცენტით ჩამორჩება ფრანგული ღვინის საშუალო ღირებულებას", - წერს დავით ტყემალაძე. 
 
შედარებისათვის "ღვინის ეროვნული სააგენტოს" მოადგილეს "trademap"-ზე არსებულ სტატისტიკა მოჰყავს: 
 
ფრანგული ღვინის საექსპორტო ფასი 7 დოლარი და 36 ცენტია(7.36$)
იტალიური ღვინის - 3.36$
ესპანეთი - 1.39$
ავსტრალია-2.74$
ჩილე-1.62$
აშშ-3.9$
ახალი ზელანდია - 3.09$
გერმანია-3.03$
პორტუგალია- 3.09$
არგენტინა -2.6$
სამხრეთ აფრიკა- 1.6$
ნიდერლანდები- 5.78$
ავსტრია- 3.43$
საქართველო - 3.18$
1137