BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„სი იდულენქ, ჩქი მომიღუნა” - მიტანის სერვისი „Glovo” უკვე ზუგდიდშია

Glovo-უკვე ზუგდიდშიც იწყებს ოპერირებას და მომხმარებელს მოემსახურება, - ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 
 
"მოცემული ვითარების გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ დაგვეჩქარებინა პროცესი და დღეიდან, უკვე კიდევ ერთ ქალაქში შევეცდებით გაგიმარტივოთ თქვენი ყოველდღიურობა. სი იდულენქ, ჩქი მომიღუნა", - ნათქვამია განცხადებაში.  
 
აღსანიშნავია, რომ "გლოვო" ესპანური სტარტაპია, რომელიც 2015 წელს ბარსელონაში დაფუძნდა. წარმოადგენს მიტანის სერვისს აპლიკაციაში შეკვეთის გაკეთების საფუძველზე. სერვისს საათზე ნაკლებ პერიოდში ახორციელებენ დამოკიდებელი კურიერები, სახელად „გლოვერები“. სერვისი ამჟამად ხელმისაწვდომია შემდეგ ქვეყნებში: ესპანეთი, საფრანგეთი, პორტუგალია, იტალია, რუმინეთი, თურქეთი, საქართველო, უკრაინა, ეგვიპტე, მაროკო, ჩილე, არგენტინა, ურუგვაი, ბრაზილია, პერუ, კოსტა-რიკა, პანამა, გვატემალა, დომინიკელთა რესპუბლიკა.
696