BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

„ქართულ მაღაზიათა ასოციაციის” პირველი წლის შედეგები და სამომავლო გეგმები

“ქართულ მაღაზიათა ასოციაცია”, რომელიც 2018 წლის 30 ოქტომბერსდაარსდა, დღეისთვის 780-მდე მაღაზიას აერთიანებს. დაარსების დღინად ასოციაცია აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ უბნის მაღაზიებისთვის რეგულაციებზე და სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილებებზე დროულად მიეწოდებინა ინფორმაცია. საინფორმაციო სააგენტო „ბიზნეს თაიმთან“ საუბრისას „ქართულ მაღაზიათა ასოციაციის“ თავმჯდომარე ლუკა ჭელიძე აღნიშნავს, თუ რა მიზეზით შეიქმნა თავის დროზე „ქართულ მაღაზიათა ასოციაცია“ და გვიხსნის, თუ რა არისასოციაციის  შექმნის მთავარი მიზანი. 
 
„არაქსელურ საცალო სავაჭრო ობიექტებს, დიდი ქსელებისგან განსხვავებით, არც ინფორმაციებზე მიუწვდებათ ხელი და არც სხვა რეგულაციებთან დაკავშირებით არიან შესაბამისადინფორმირებულები. აქედან გამომდინარე, პრობლემები საცალო ბაზარზე სწრაფი მოხმარების პროდუქტების მაღაზიების კუთხით საკმაოდ ბევრი იყო. მაგალითად, ახალი რეგულაციები ცელოფნის პარკებზე, ეტიკეტირების ახალი წესი, თამბაქოს ხილვადობის ახალი კანონი, შრომის უსაფრთხოება და ა.შ. მაღაზიების უმეტესობას ამ მიმართულებით ძალიან მცირე ინფორმაცია გააჩნდა, რაც იწვევდა დაჯარიმებას შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან. იქიდან გამომდინარე, რომ 2018 წლის მაჩვენებლით უბნის მაღაზიები სრული ბაზრის 65%-ს შეადგენდა, შესაბამისად, მათი დაცვა, გაერთიანება და ინტერესების სწორი წარმოჩენა აუცილებელი იყო. სწორედ ამ მიზნით შევქმენით ჩვენი ასოციაცია და შექმნის დღიდან ვფართოვდებით და აქტიურად ვთანამშრომლობთ წევრ მაღაზიებთან“, - აცხადებს ლუკა ჭელიძე.
 
ასოციაციის წევრობის ბენეფიტები
 
„ბიზნეს თაიმი“ დაინტერესდა ასოციაციაში გაწევრიანების წესებით და იმით, თუ რა კონკრეტულ სარგებელს ნახულობს უბნის მაღაზია ამ ასოციაციაში გაწევრიანებით. 
 
„2018 წლის 30 ოქტომბერს, როდესაც ოფიციალური პრეზენტაცია გვქონდა „ქართულ მაღაზიათა ასოციაციის“ სასტუმრო „ბილტმორში, მხოლოდ იმ დღეს ასოციაციაში 180-მდე მაღაზია გაწევრიანდა. როგორც მოგახსენეთ, დღეისათვის „ქართულ მაღაზიათა ასოციაციას“ 780-მდე წევრი მაღაზია ჰყავს. ასოციაციაში გაწევრიანებისთვის საჭიროა დაინტერესებული მაღაზიის მეპატრონე ან მენეჯერი დაგვიკავშირდეს, შეავსოს სააპლიკაციო ფორმა, ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ ისინი პირველი სამი თვის განმალობაში ასოციაციის სერვისებს უფასოდ მიიღებენ,
 
სერვისებში შედის:
 
  • - უფასო იურიდიული კონსულტაცია.
  • - უფასო ბუღალტრული კონსულტაცია.
  • - უახლეს რეგულაციებზე, მითითებებზე სმს ინფორმირება.
  • - პროდუქციის შემქნმელთან პირდაპირი კავშირი.
  • - უფასო გადამზადების ტრეინინგები.
 
„ის პრერიოდი, როდესაც ასოციაცია სამთვიან უფასო წევრობას ჩუქნის, მათ შეუძლიათ ამ სამი თვის განმალობაში შეისწავლონ ასოციაციის საქმიანობა, მაქსიმალურად ჩაერთონ საერთო გადაწყვეტილებებში, და ამის შემდეგ გადაიხადონ საწევრო“, - განმარტავს ლუკა ჭელიძე.
 
მისივე განმარტებით, „მაღაზიათა ასოციაცია“ 2019 წლის განმალობაში 12 მაღაზიას ჯარიმების კუთხით დავეხმარა. კითხვაზე, ძირითადი შემოსავალი რა არის ასოციაციის და წევრობა ფასიანია თუ არა, ლუკა ჭელიძე ასე გვპასუხობს: 
 
საწევრო გადასახადი 12 თვეზე შეადგენს მხოლოდ 100 ლარს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ იურიდიული და ბუღალტრული მომსახურება 1 წლის განმალობაში ნებისმიერ შემთხვევაში, 100 ლარზე გაცილებით ძვირი ღირს და ამ მომსახურების მიღება მაღაზიას ბევრად უფრო ძვირი დაუჯდება, აქედან გამომდინარე მხოლოდ ამ ორი სერვისის გამო შეიძლება დაინტერესდეს ბევრი მაღაზია. რაც შეეხება, თქვენს კითხვას ასოციაციის შემოსავალზე, ჩვენი ასოციაცია არის NON-PROFIT არასამთავრობო ორგანიზაცია, მთავარი შემოსავალი არის წევრობის საფასური და მოპოვებული საერთაშორისო გრანტები, ასევე ბიზნესების შემოწირულობა“, - ამბობს ლუკა ჭელიძე და აქვე დასძენს, რომ „მაღაზიათა ასოციაციამ“ მოიპოვა რამოდენიმე საერთაშორისო გრანტი, რომელიც მთლიანად მოხმარდება პირბადეების და დამცავი საშუალებების დასარიგებლად წევრ მაღაზიებში. 
 
დამცავი აქტივობა 

 
ქვეყანაში პანდემიით გამოწვეული მდგომარეობიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მცირე მაღაზიებს გაურთულდათ ოპერირება. როგორც „ქართულ მაღაზიათა ასოციაციის“ თავმჯდომარე გვეუბნება, ამ რთულ ვითარებაში მაქსიმალურად ცდილობდნენ არა მხოლოდ საგანგებო მდგომარეობით გამოწვეული შეზღუდვების შესახებ ინფორმაციები მიეწოდებინათ წევრ მაღაზიებისთვის, არამედ მცირე მაღაზიების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ბევრი შრომა გასწიეს და მათი შესაბამისი ინვენტარით მომარაგება  შეძლეს.
 
„შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ჩვენი წევრი მაღაზიები აღმოჩნდნენ ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე. ფაქტია, რომ მხოლოდ ქსელური მაღაზიები ვერ გაუძლებდა ხალხის ნაკადს, აქედან გამომდინარე უბნის მაღაზიების სწორი, დაცული და გამართული მუშაობა ჩვენთვის და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებში შედიოდა.ბოლო ორი თვის განმალობაში ასოციაციამ წევრ მაღაზიებში დაარიგა 7,000 პირბადე, 20,000 წყვილი ხელთათმანი და 200 სახის დამცავი ფარი. ჩვენთვის მოლარე კონსულტანტების ჯანმრთელობა და შრომის დაფასება მნიშნელოვნად მიგვაჩნია.  ასევე, 500 დამცავი ფარი გადავეცით საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმებს. მუდმივი კომუნიკაცია გვქონდა წევრ მაღაზიებთან, რათა ყოველი მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ დროული ინფორმირება მათ ჰქონოდათ, მაგალითად,როგორიცაა გადაადგილებასთან, მუშაობის გრაფიკთან და კანონთან დაკავშირებით მიღებული ახალი რეგულაციები. 
 
„ქართულ მაღაზიათა ასოციაციის“ თავმჯდომარის ლუკა ჭელიძის თქმით,  ასოციაცია ასევე დაეხმარა წევრ მაღაზიებს ახალი ქართული პროდუქტების მოძიებაში.
 
„ჩვენ - ჩვენი კონტაქტებით და შესაძლებლობებით, წევრ მაღაზიებს დავეხმარეთ პარტნიორის მოძიებაში, რათა ქართული პროდუქტებით მაღაქზიების მომარაგება უწყვეტად ჰქონოდათ“, -  გვიხსნის ლუკა ჭელიძე. 
 
სამომავლო გეგმები
 
კითხვაზე, რა გეგმები აქვს „ქართულ მაღაზიათა ასოციაციას“ სამომავლოდ და რა მიმართულებით იქნება აქტიური, ასოციაციის თავმჯდომარე გვპასუხობს, რომ მომავალში აქტიური იქნება მცირე მაღაზიების პრობლემების წარმოჩენისა და მათ გადაჭრის მიმართულებით. 
 
„ქართულ მაღაზიათა ასოციაციის“ მთავარი გეგმა და მიზანი არის უბნის მაღაზიების და რითეილერების ინტერესების დაცვა, მათი მხარდაჭერა და განვითარება.სამომავლოდ აუცილებლად შევეცდებით გავაგრძელოთ იგივე ტემპში წევრი მაღაზიებს მაქსიმალური მხარდაჭერა. ჩვენი მთავარი მიზანია, წევრ მაღაზიებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ურთიერთ შეთანხმებით და გაერთიანებით დავგეგმოთ მნიშვნელოვანი აქტივობები, რომელიც მიმართული იქნება მცირე მაღაზიების განვითარებისა და მათი დაცულობის კუთხით“, - ამბობს ლუკა ჭელიძე. 
 
(R)
 
 
2598