BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

3 მაისს ღვინის მოყვარულებს ეძლევათ საშუალება დაესწრონ ონლაინ ღვინის ფესტივალს

კვირას, 3 მაისს ღვინის მოყვარულებს გეძლევათ საშუალება დაესწროთ ონლაინ ღვინის ფესტივალს და ინტერაქტიულ რეჟიმში თვალი მიადევნოთ სხვადასხვა საოჯახო მარნების ლაივ ჩართვებს. 
 
ლაივ ჩართვები განხორციელდება თანმიმდევრულად, წინასწარ დადგენილი გრაფიკის დაცვით.
 
ონლაინ ფესტივალის ფარგლებში ღვინის მოყვარულები უშუალოდ მეღვინეებისგან მიიღებენ დეტალურ  ინფორმაციას წარმოდგენილი ღვინის თაობაზე.
 
"ფესტივალის მიმდინარეობისას თქვენ  გეძლევათ საშუალება კომენტარებისა და პირადი შეტყობინების საშუალებით დაამყაროთ კონტაქტი ამა თუ იმ მეღვინესთან და დისტანციური მეთოდით შეიძინოთ თქვენთვის სასურველი ღვინო.
 
შემოგვიერთდით და არ გამოტოვოთ  დღე, რომელიც ბევრ სასიამოვნო და საინტერესო შთაბეჭდილებას გპირდებათ", - აცხადებენ ღვინის ფესტივალის ორგანიზატორები.
1158