BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

ქვეყანა კრიზისული მენეჯმენტისთვის 3.5 მილიარდ ლარს დახარჯავს - პრემიერი

კრიზისული მენეჯმენტისთვის ქვეყანა 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს დახარჯავს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა.
 
როგორც მან აღნიშნა, ამ თანხაში არ იგულისხმება ეკონომიკის პოსტკრიზისული აღდგენა.
 
„ჯამში, კრიზისული მენეჯმენტისთვის ქვეყანა დახარჯავს 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს, საიდანაც 1 მილიარდ 35 მილიონი ლარი იქნება მოქალაქის მიზნობრივი სოციალური მხარდაჭერა,ეკონომიკაზე და მეწარმეებზე ზრუნვა იქნება 2 მილიარდ 110 მილიონი ლარი და თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვალსაზრისით სახელმწიფო დახარჯავს 350 მილიონ ლარს.
 
კრიზისულ მენეჯმენტს ჰქონდა რამოდენიმე ძირითადი გამოწვევა ეს გახლავთ პანდემიის სწარფი გავრცელება, რაც ნიშნავს მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვას და შემდგომ ეკონომიკის გადარჩენა. 2 ფრონტია. ჯანმრთელობა და ეკონომიკის გადარჩენა. ყველას გვესმის, რომ რომელიმეს ცალკე აღებულ ფრონტზე გამარჯვებას არანაირი აზრი არ აქვს ქვეყნის გრძლევადიანი განვითარებისთვის. ჩვენ ვართ იმ მდგომაროებაში, როცა უნდა გავიაზროთ, რომ უნდა გავიმარჯვოთ ერთი მიმართულებითაც და მეორე მიმართულებითაც“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
609