BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

უზბეკეთის ცენტრალურმა ბანკმა TBC Bank Group PLC-ის საბანკო საქმინაობის ლიცენზია მიანიჭა

უზბეკეთის ცენტრალურმა ბანკმა TBC Bank Group PLC-ის საბანკო საქმინაობის ლიცენზია მიანიჭა.
 
თიბისი ბანკმა წინასწარი ლიცენზია იანვარში მოიპოვა. ამ ხნის განმავლობაში კომპანიას უზბეკეთის მარეგულირებლის საქმიანობისთვის საჭირო მოთხოვნები უნდა დაეკმაყოფილებინა.
 
ლიცენზიის მოპოვებით თიბისი ბანკი გახდა მეორე უცხოური ბანკი უზბეკეთში, რომელიც ქვეყნის ბაზარზე უზბეკეთში რეფორმების განხორციელების შემდეგ შევიდა. პირველი უცხოური ბანკი უზბეკეთში Tenge Bank-ია, ის ბაზარზე 2019 წლის მაისში გამოჩნდა.
 
თიბისი იტყობინებოდა, რომ ლიცენზიის მიღების შემდეგ საქმიანობას ტაშკენტში დაიწყებდა, შემდეგ კი რეგიონებშიც გავიდოდა. წლის ბოლოსთვის დაახლოებით 20-მდე ფილიალის გახსნაა დაგეგმილი.
 
პირველ ეტაპზე თიბისი 20-30 მლნ დოლარის ინვესტირებას გეგმავს.
 
ბანკი არ იქნება ორიენტირებული კორპორაციულ სეგმენტზე, ფოკუსირდება საცალო ვაჭრობაზე, ასეცე მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებზე.
396