BUSINESS TIME

საინფორმაციო სააგენტო

შემოწმების შედეგად 40 კომპანიიდან 14-ს ხარვეზი დაუდგინდა

40 კომპანიიდან დაკმაყოფილდა 26-ის განაცხადი და 14-ს დაუდგინდა ხარვეზი, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო შტაბის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
 
ეკონომიკის მინისტრის თქმით, კომპანიებს, რომელთა განაცხადი შემოწმების შედეგად არ დაუკმაყოფილდათ ხარვეზების გამოსასწორებლად დამატებითი ვადა მიეცათ.
 
„ბიზნესის ახალ წესებთან და გაიდლაინებთან ადაპტაციის პროცესი მიმდინარეობს გეგმაზომიერად და საკმაოდ წარმატებით. 6-7 აპრილის განმავლობაში ჩვენი და შრომის ინსპექციის გაერთიანებული ძალებით მოხერხდა 76 კომპანიის შემოწმება მთელი საქართველოს მასშტაბით, აქედან 40 კომპანი არის ისეთი, რომელსაც დღეს შეჩერებული აქვს საქმიანობა დროებით და მათ შემოიტანეს განაცხადი აპლიკაციის სახით და მოითხოვეს ბიზნეს საქმიანობის აღდგენა. ამ 40 კომპანიიდან დაკმაყოფილდა 26-ის განაცხადი და 14-ს დაუდგინდა ხარვეზი, მიეცათ გარკვეული დრო, რომ ეს ხარვეზები გამოასწორონ. ამის შემდეგ ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ განმეორებითი შემოწმების შედეგები უკეთესი იქნება და ეს კომპანიების შეძლებენ ყველა ხარვეზის აღმოფხვრას.
 
ეს პროცესი გაგრძელდება. ჩვენ რამდენიმე პრიორიტეტით ვახდენთ, თუ რომელ ბიზნესს შევამოწმებთ უფრო ადრე. პირველ ეს არის მიწოდებათა ჯაჭვი, რომლითაც ბიზნესი ემსახურება და აწვდის პროდუქციას კრიტიკულად მნიშნელოვან საწარმოებს, იქნება ეს კვების ინდუსტრიისთვის, გარკვეული მასალების ინდუსტრიისტვის თუ სამედიცინო დარგის თუ სისტემის შემქმნელი საწარმოებისთვის გარკვეული სერვისის მიწოდება. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია რამდენად მოახერხა ამ კომპანიამ გადაწყობა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
 
შეგახსენებთ, რომ 181-ე დადგენილების საფუძველზე ოპერირების შესაძლებლობა დროებით რამდეინმე ათეულ კომპანიას შეუჩერდათ.
433